logo
ENG



"მიმაგდეს დაბლა და წამალიც არ მომცეს" - რას წერდა გარდაცვალებამდე 24 წლის კოვიდინფიცირებული

03 დეკ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, მედიკოსებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ამის დასტურად ოჯახი ახალგაზრდა ქალის შეტყობინებას ასაჯაროებს, რომელიც მან ახლობლებს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუგზავნა. 

"იმ დონემდე ვიყავი, მეგონა ვეღარც გავუძლებდი. მიმაგდეს დაბლა და წამალიც არ მომცეს", - წერდა 24 წლის ქალი. 

ცნობისთვის, გარდაცვლილის ოჯახი ფორმულასთან ყვება, რომ ნინო გულიკაშვილს საეჭვო სიმპტომები 3 დღის განმავლობაში გამოუვლინდა. ამ პერიოდში ოჯახი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, პაციენტი სამკურნალოდ მცხეთის ცხელების ცენტრში მიიყვანეს, რადგან შეიტყვეს, რომ კლინიკაში თავისუფალი ადგილი იყო. ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა. ახალგაზრდა ქალი სამშაბათს, 1 დეკემბერს გარდაიცვალა. 

სამედიცინო დაწესებულება კი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ გოგო მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რომლის შესახებაც ოჯახმა არაფერი იცის.


close დახურვა